ჯანსაღი კვება

ჯანსაღი კვების როლი

სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველია. და ორგანიზმს ეხმარება თავიდან აიცილოს ქრონიკული დაავადებები.

კვების რაციონში უნდა შედიოდეს: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები.

ჩვენი გონების განვითარებისთვის და უკეთ აზროვნებისთვის უკეთესია ვიკვებოთ ჯანსაღად, რადგან ,,ჯანსაღი კვება ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია''.

ეს პირამიდა ჯანსაღად ცხოვრებაში დაგვეხმარება.


სწორად კვების წესები
1.წყალი--კვებამდე ნახევარი საათით ადრე 2 ჭიქა წყალი მივიღოთ.

2.4-ჯერადი კვება--3 საათიანი შუალედებით ვიკვებოთ დღეში 4-ჯერ.

3.საუზმე--არ გამოვტოვოთ საუზმე. მსუბუქათ და კალორიულად მივირთვათ.

4.სწრაფი კვების ობიექტების ნაწარმი, საზიანოა ჯანმრთელობისთვის.

5.კვების შემდეგ აუცილებელია სპორტით დავკავდეთ


ეს არაჯანსაღი საკვებია.

ეს ჯანსაღი საკვებია.


რატომაა მოთხოვნა ჯანსაღ საკვებზე?

ჯანსაღი კვება, უკვე დიდი ხანია უცხოეთში ატაცებული თემაა. ამის მიზეზი ისაა, რომ ჯანსაღი კვება ჯანსაღი ორგანიზმის გარანტია.

პროდუქტიულობა

თქვენ ტვინს სჭირდება სწორი კვება უკეთ ფუნქციონირებისათვის. ჯანსაღი კვების პირობებში თქვენ უფრო პროდუქტიული ხართ.

ბედნიერება

კვლევები ადასტურებენ, რომ ბევრი ჯანსაღი პროდუქტი (მაგ. ხილი და შავი შოკოლადი) ადამიანის ორგანიზმს ეხმარება კორტიზოლის ჰორმონის გამომუშავებაში, რომელიც ორგანიზმს სტრესის დაძლევაში ეხმარება.

წონის კონტროლი

კალორიების მიღება ყოველდღიურად, რომლებსაც პრაქტიკულად ვერ დავხარჯავთ, წონაში მატებას იწვევს. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებები თქვენს რაციონში მნიშვნელოვნად დაგაკლებინებთ წონაში, ხოლო რეგულარულად ჯანსაღი კვება დაგეხმარებათ წონის კონტროლში. ამ მხრივ რუხი პურის მიღებაა რეკომენდირებული, რომელშიც მეტია ბოჭკოვანი უჯრედისი.

გემო

მცდარია მოსაზრება, რომ არაჯანსაღი საკვები უფრო გემრიელია, ვიდრე ჯანსაღი. ეს საკითხისადმი ძალიან სუბიექტური მიდგომაა, რადგან გემოვნება ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს. ასევე, ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმს აქვს ადაპტაციის საოცარი უნარი. თუ თქვენ მიჩვეული ხართ ზედმეტ დანამატებს, ჯანსაღ საკვებზე გადასვლა თავიდან შესაძლოა გაგიჭირდეთ, თუმცა დროში ჯანსაღი საკვების გემოვნური

ხანგრძლივი სიცოცხლე და კარგი სიბერე

ჯანსაღი კვება მნიშვნელოვნად აფერხებს დაბერების პროცესს და ორგანიზმს დაავადებებისგან იცავს. რა თქმა უნდა, სიბერე ადამიანის ცხოვრების გარდაუვალი ნაწილია, თუმცა მათთვის, ვინც ჯანსაღ კვებას ირჩევს, ის უფრო მარტივია.

ჯანსაღ საკვებს უკვე აქტიურად ითხოვს ქართველი მომხმარებელიც. გვაინტერესებს რა არის სასარგებლო და რისთვის, ასევე, ჯანსაღი კვების რა წესები უნდა დავამკვიდროთ ჩვენს ოჯახებში. ამიტომაც, ჩვენი ბლოგის მეშვეობით მოგაწვდით უახლეს ინფორმაციებს ჯანსაღ კვებაზე და ამით მცირე წვლილს შევიტანთ თქვენ ხანგრძლივ და ჯანმრთელ ცხოვრებაში.




არაჯანსაღი კვება და მისი ნეგატიური გავლენა ბავშვზე.


სასკოლო ასაკის ბავშვი გაცილებით ნაკლებს მოძრაობს. ტელევიზიამ, ინტერნეტმა, კომპიუტერულმა თამაშებმა იგი „მჯდომარე“ ცხოვრებას მიაჩვია. ტელევიზიის, ინტერნეტის, კომპიუტერული თამაშების გამო დღევანდელი ბავშვები, სამწუხაროდ, საჭიროზე ნაკლებს მოძრაობენ.რა ძნელიც უნდა იყოს საამისოდ დროის, სახსრების, ადგილის გამონახვა – ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა აუცილებელია. ურიგო არ იქნება, ბავშვი სპორტის რომელიმე სახეობაში ჩავაბათ. უპირატესობა დასვენების აქტიურ ფორმებს უნდა მივანიჭოთ.

გარდა იმისა, რომ ცოტას მოძრაობენ, ბავშვებს კვებაც მოუწესრიგებელი აქვთ. ხშირად შეექცევიან საკონდიტრო ნაწარმს, ცომეულს, სწრაფი კვების მზა კერძებს – ჰამბურგერს, ჩიფსებს, შაურმას, სვამენ უალკოჰოლო გაზიან სასმელებს. დარღვეულია კვების ჯერადობა და რეჟიმი.დღე-ღამეში ბავშვმა სამჯერ-ოთხჯერ მაინც უნდა ჭამოს. ასეთ რეჟიმს მოსდევს სიმსუქნე, ჭარბი წონა და რაც ყველაზე სამწუხაროა, დიაბეტი. სწორედ სიმსუქნე მიიჩნევა ბავშვებში დიაბეტის რისკფაქტორად. ჭარბი წონის შემთხვევაში საკვები დაბალკალორიული უნდა იყოს – ცხიმებისა და ნახშირწყლების მინიმალურ ოდენობას შეიცავდეს. წონაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის – მემკვიდრეობა, ტემპერამენტი, მადა, სულიერი წონასწორობა. მშვიდ, დინჯ, ნაკლებად მოძრავ ბავშვს უამრავი დაუხარჯავი კალორია რჩება, რომელიც ორგანიზმში ცხიმის სახით გროვდება. სიმსუქნის ერთ-ერთი მიზეზი სულიერი დისკომფორტია. როდესაც ბავშვი თავს მარტოსულად გრძნობს, უჭირს ირგვლივ მყოფებთან კონტაქტში შესვლა, მშობლებს შორის უთანხმოებაა, ოჯახში არაჯანსაღი ატმოსფერო სუფევს, ის შვებას ჭამაში ეძებს.ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უნდა განვუვითაროთ კვების კულტურა. როცა ნელა და მშვიდად ჭამს, პატარა დროულად შეიგრძნობს სიმაძღრეს, სწრაფი ჭამის დროს კი დანაყრებას ვერ გრძნობს და საჭიროზე მეტს მიირთმევს. გარდატეხის, სქესობრივი მომწიფების ასაკი ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდად ითვლება. წონის მატება ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია, მაგრამ ამ მიზეზით საკვების შეზღუდვა ან მასზე უარის თქმა ზრდის პროცესზე უარყოფითად აისახება, ვინაიდან ამ პერიოდში ორგანიზმი გაძლიერებულად ითხოვს მინერალებს, ვიტამინებს, ენერგიას. 

დღეს ბევრს საუბრობენ საკვებ დანამატებზე, რომელსაც თითქმის ყველა ინდუსტრიულ პროდუქტში ვხვდებით. როგორ მოქმედებს ისინი ჩვენს ჯანმრთელობაზე და რამდენად საშიშია ?

საკვები პროდუქტების უმეტესობა, რომელსაც ყოველდღიურად მივირთმევთ, ამ დანამატებს შეიცავს. ეს ნივთიერება, ჩვეულებრივ პირობებში, არ გამოიყენება საკვებად ან პროდუქტის ინგრედიენტად. ის პროდუქტს მომზადების პროცესში ემატება დამუშავების, გადამუშავების, წარმოების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც აღნიშნული ნივთიერება ან მისი გვერდითი პროდუქტები ხდება საკვები პროდუქტის ინგრედიენტი.

პროდუქტის ეტიკეტზე მას E სიმბოლოთი გამოსახავენ. წარმოებაში გამოყენებამდე, დანამატები სხვადასხვა ტექნოლოგიურ ტესტებს გადის, რის შედეგადაც მისი დღიური დოზა განისაზღვრება. მაგრამ ასეთი სიფრთხილის მიუხედავად, ზოგიერთმა დანამატმა შეიძლება მაინც გამოიწვიოს ალერგია, მუცლის ტკივილი ან კიბოც კი.

E250 სოდიუმის ნიტრატია. ეს კონსერვანტი ყველაზე ხშირად ძეხვეულში გვხვდება. შეუძლია გამოიწვიოს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი გზების პრობლემები. აფერხებს განვითარებას.

E 407 ალერგიას იწვევს და იმუნურ სისტემას ასუსტებს. ხელს უშლის მინერალების ათვისებას ორგანიზმის მიერ. მისი გამოყენება აკრძალულია საბავშვო რძეში ბრიტანეთში. ყველაზე ხშირად სწორედ რძიან დესერტებში - ნაყინში და შოკოლადში შედის. 

E621 ნატრიუმის გლუტამატი : გემოს გამაძლიერებელია. მას სხვადასხვა დაავადების გამოწვევა შეუძლია ( გულისრევა, თავის ტკივილი), რომელსაც "ჩინური რესტორნის სინდრომის" სახელქვეშ აერთიანებენ. ზოგიერთ ადამიანში მას ძლიერი ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია, მით უფრო, რომ ხშირად არ არის მითითებული პროდუქტზე. მისი მოლეკულები ნერვული უჯრედების ძლიერ აღგზნებას იწვევს და თანდათან ანადგურებს. ამ დანამატს იყენებენ კრაბის ჩხირების, სხვადასხვა მარილიანი თუ ტკბილი ბისკვიტების, კრეკერების წარმოებისას.

სწორი კვებისა და ადეკვატური ფიზიკური დატვირთვისას ყველა ბავშვს, გარდა იშვიათი გამონაკლისისა შეუძლია დაიბრუნოს და შეინარჩუნოს ჯანსაღი წონა.




Comments